ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვარდის სახეობათა ინტროდუქცია დაარსებისთანავე 1912-1914 წლებში დაიწყო, თუმცა როგორც ლიტერატურული წყაროებიდან ჩანს, ვარდის ექვსი ჯიში ინტროდუცირებული იყო ჯერ კიდევ ბაღის დაარსებამდე 1908-1910 წლებში. დღეს ამათგან მხოლოდ ერთი ჯიში R. Marechal Niel- ია დარჩენილი.
1957-59 წლებში ბაღში ვარდების რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ 1959 წელს შეიქმნა ვარდების საკოლექციო ნაკვეთი, სადაც აქტიურად დაიწყო ვარდის ბიომორფოლოგიური და ეკოლოგიური თავისებურებების შესწავლის საფუძველზე, აჭარის ტენიან-კლიმატურ პირობებთან შეგუებული, ხანგრძლივად მოყვავილე, მავნებლებისა და დაავადებების მიმართ გამძლე ახალი ჰიბრიდული ფორმების შემოტანა და გამრავლება.
1990-2000 წ.წ. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიური პირობების გამო ვარდების კოლექცია მნიშვნელოვნად შემცირდა. 2002 წლის გაზაფხულზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გაირკვა ვარდის მხოლოდ 48 სახეობა და კულტივარი.
2009-2014 წლებში, ბაღის კოლექცია გვარ ვარდის 20 ახალი ჯიშით გამდიდრდა.
მიმდინარე წელს, შპს მირანდას ვარდებითან შეთანხმების საფუძველზე, ვარდების კოლექციისათვის ბაღმა შეიძინა იდენტიფიცირებული 34 პერსპექტიული ჯიშის 102 ცალი ნერგი.
დღეისათვის ბათუმის ბოტანიკური ბაღის ვარდების საკოლექციო ნაკვეთზე ფიქსირდება ვარდის 107 სახეობა და კულტურული ფორმა. მათგან განსაკუთრებული დეკორატიული ღირებულებებით გამოირჩევიან ჩაის ჰიბრიდები, პოლიანტები, ფლორიბუნდას ტიპის, მინიატურული და ხვიარა ვარდები.
წლის ნებისმიერ დროს ვარდების საკოლექციო ნაკვეთზე მნახველი იხილავს მოყვავილე ინდივიდებს, თუმცა ყვავილობის პიკი, როცა ყველა ფერთა გამა ერთადაა წარმოდგენილი მაისიდან სექტემბრამდეა.
მომავალი წლის მაისში დაგეგმილია ვარდების გამოფენა, რომელიც ჩატარდება ბოტანიკურ ბაღში.
ვარდის სახეობა, კულტურული ფორმები: R. Abracadabra Th., R. Abraham darby S., R. Agrestis Savi., R. Alba meidiland S., R. Alibaba Cl., R. Aloha Cl., R. Amadeus Cl., R. Amblyotis C.A. Meyer., R. American pillar Wh., R. Americana Th., R. Amnesia Th., R. Antike Cl., R. Aqua Th., R. Arbustiva Fl., R. Baccara Th., R. banksiae. f. alba plena. Rehd., R. Bed birndach Fl., R. Black magic Th., R. Blue river Th., R. Boeing Th., R. Bonica 82 Fl., R. Canina L., R. Cappuccino Th., R. Caramella S., R. Caryophyllacea Bess., R. Chaim soutine Th., R. Cinderella min., R. Colibri min.,R. Contrast Th., R. Crimson rambler Mlt., R. Cyclamen Fl., R. Dairy maid Fl., R. Dart’s defender S., R. Dolce vita Th.,R. Elfe Cl., R. Elliptica Tausch., R. Esperance Th., R. Excelsa Wh., R. Fresia Fl., R. Glauca Pourret., R. Gloria Dei Th., R. Golden celebration S., R. Golden showers Cl., R. Hemisphaerica Herrm., R. Hugonis Hemsl., R. Handel Cl., R. Imperatrice farah Th., R. Innocencia Fl., R. Just joey Th., R. kerio+ Th., R. Kleopatra Th., R. Kordes brillant S., R. Lady hillingdon Cl., R. Lancome Th., R. Larissa Fl., R. Lavender ice Fl., R. Linda monica TH., R. Little buckaroo min., R. Lovely fairy Pol., R. Lutea Mill., R. Magic Carrousel Cl., R. Mainzer fastnacht Th., R. Marechal niel T., R. Marie-louise marjan Th.,R. Marvelle Th., R. Masquerade Fl., R. Mercedes Fl., R. Moonlight Cl., R. Mirandy Th., R. New Dawn Cl., R. Norita Th., R. Nostalgie Th., R. Ophelia Th., R. Orange triumph Pol., R. Osiria Th., R. Papagenosp; Th., R. Parfum de grasse Th., R. Pendulina L., R. Pierre de ronsard Cl.,R. Poesie Gr., R. pomponella Fl.,R. Planten un blomen Pol., R. Poulsen’s pink Fl., R. Queen elizabeth Gr., R. Red intuition Th., R. Rosarium uetersen Cl, R. Roxburghii L., R. rose goujard Th., R. Rugelda HRug., R. Rugosa ,,hansa’’ HRug., R. Salita Cl., R. Seafoam S., R. Serafinii Viv., R. Sherardii Davies., R. Shocking blue Fl., R. Sommerwind S., R. Sophia Loren Th., R. Stylosa Desv., R. Summer song S., R. Sunny Rose Th., R. Super green Th., R. Sympathie Cl.,R. The fairy Pol., R. Tomentella Leman., R. Virginiana Herrm., R. Virgo Th., R. Westerland S.