სამარშრუტო ტაქსი №31 - მოძრაობას იწყებს სავაჭრო ცენტრი "ბათუმი"-ს მიმდებარე ტერიტორიიდან (აღმაშნებლის ქუჩა), ყოველდღე 15 წუთში ერთხელ, გაივლის ფარნვაზ მეფის ქუჩას (მგზავრობის ფასი 50 თეთრი) ბაქოს ქუჩას, ასევე თამარ მეფის გზატკეცილსა და მახინჯაურს, გაჩერება მწვანე კონცხი ბათუმის ბოტანიკური ბაღის 1 - ლი სალარო.
ავტობუსი №10, მოძრაობას იწყებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან, ყოველ 32 წუთში ერთხელ. გაივლის კაჩინსკების, ხიმშიაშვილის, რუსთაველის, გოგებაშვილს, ბაქოს ქუჩებზე, ასევე თამარ მეფის გზატკეცილსა და მახინჯაურს. გაჩერება ბათუმის ბოტანიკური ბაღის მე - 1 სალარო (მწვანე კონცხი).
ავტობუსი №10ა, მოძრაობას იწყებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან, ყოველ 32 წუთში ერთხელ. გაივლის კაჩინსკების, ხიმშიაშვილის, რუსთაველის, გოგებაშვილს, ბაქოს ქუჩებზე, ასევე თამარ მეფის გზატკეცილსა და მახინჯაურს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მე - 2 სალაროს (უღელტეხილი), გაჩერება სახალვაშო.
სამარშრუტო ტაქსი №40 - გადის სავაჭრო ცენტრი "ბათუმი"-ს მიმდებარე ტერიტორიიდან (აღმაშნებლის ქუჩა), ყოველდღე 15 წუთში ერთხელ, გაივლის ჭავჭავაძის ქუჩით (მგზავრობის ფასი 50 თეთრი) გაჩერება ბათუმის ბოტანიკური ბაღის მე - 3 სალაროს (ჩაქვის) მხრიდან