დღეს, 12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ტრადიციული ველომარათონი გაიმართა, რომელსაც უკვე მეორე წელია მხარდაჭერას უწევს შ.პ.ს. ბათუმის ავტოტრანსპორტი - ,,ბათუმველო“. მარათონის მონაწილეებმა, როგორც დაგეგმილი იყო სტარტი „მწვანე კონცხის“ სამანქანო შესასვლელიდან აიღეს და ბაღის მთავარი მარშრუტი გაიარეს ჩაქვის მიმართულებით.

გამოვლინდა ორი გამარჯვებული - ჯემალ დევაძე და ნიკა გოგრაჭაძე, რომლებიც ბაღის ადმინისტრაციამ ერთთვიანი უფასო აბონიმენტებით დააჯილდოვა.