2016 წლის 01-04 ნოემბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს სამუშაო ვიზიტით ეწვია დოქტორი ვიქტორ კუზევანოვი, ირკუტსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო დირექტორი, დენდროლოგთა საერთაშორისო ასოციაციის (IAD) წარმომადგენელი რუსეთში /Dr. Victor Kuzevanov, Ph.D. Botanic Garden of Irkutsk State University/
განხილული იქნა საკითხი დენდროლოგთა საერთაშორისო ასოციაციის (IAD) წევრების (18-20 კაციანი ჯგუფის) ბათუმის ბოტანიკური ბაღში ვიზიტის შესახებ 2017 წლის სექტემბრის თვეში და შემუშავდა სათანადო პროგრამა მასპინძლობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს დენდროლოგიური ტურების მოწყობას და აჭარის ტყის ეკოსისტემებში, საგანმანათლებლო-შემეცნებითი ლექციების ჩატარებას და სამეცნიერო-პრაქტიკული გამოცდილებების ურთიერთგაზიარებას.
სტუმარი შეხვდა ბაღის დირექტორს ირაკლი არჩაიას, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, რომელთა წინაშე წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: „მსოფლიოს ბოტანიკური ბაღები, როგორც ეკოლოგიური რესურსები ბუნებათსარგებლობის სისტემაში“.