2018 წლის 10 აპრილიდან, ძალაში შევიდა ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დათვალიერების უზრუნველმყოფელი ბილეთისა და სხვადასხვა მომსახურებებით სარგებლობის ახალი სატარიფო სისტემა.

ახალი სატარიფო რეგულაციების თანახმად, ბოტანიკური ბაღის დათვალიერების უზრუნველმყოფელი ბილეთის ძირითადი ფასი, განისაზღვრა 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით.

ბოტანიკური ბაღის დათვალიერების შეღავათიანი ტარიფები, კერძოდ:

- ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დათვალიერების უზრუნველმყოფელი ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქისათვის (მოქალაქეობის იდენტიფიცირებით) 8 (რვა) ლარი;

- საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის დათვალიერების უზრუნველმყოფელი ბილეთის ფასი 2 (ორი) ლარი (იდენტიფიცირებით);

- საქართველოს მოქალაქე-პენსიონრებისთვის, ბაღის დათვალიერების უზრუნველმყოფელი ბილეთის ფასი - 2 (ორი) ლარი (მოქალაქეობის იდენტიფიცირებით);

- საქართველოში აკრედიტებული სკოლების მოსწავლეებისა და 16 წლამდე მოზარდებისათვის ბაღის დათვალიერების უზრუნველმყოფელი ბილეთის ფასი 1 (ერთი) ლარი;

- ახალი სატარიფო სისტემა, ორგანიზებული ტურისტული ჯგუფების შემომყვანი ტურისტული სააგენტოების, კომპანიებისა და სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის (თანახმად ხელშეკრულებისა) ითვალისწინებს ფასდაკლებას ძირითადი ტარიფის არაუმეტეს 25%-ისა;

ძირითადი ტარიფის (15 ლარის) 25%-იანი ფასდაკლებით სარგებლობის უფლება ექნებათ Batumi Card-ის მფლობელებსაც.

კალენდარული წლის განმავლობაში, ბაღის ტერიტორიის დათვალიერების მიზნით,ზოგიერთ დღეებში მოხდება ნებისმიერი კატეგორიის დამთვალიერებელის (როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქე), უფასოდ დაშვება. ეს დღეებია: 1-2 იანვარი (ახალიწლის სადღესასწაულო დღეები); 26 მაისი (საქართველოს დამოუკიდებლობის დღე); 1 ივნისი (ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე); მარტის თვე - კამელიების გამოფენა (ერთი დღე); აპრილის თვე - ბამბუკების გამოფენა (ერთი დღე); მაისის თვე - ვარდების გამოფენა (ერთი დღე); ნოემბრის თვე - ხილისა და ციტრუსების გამოფენა (ერთი დღე); დეკემბრის თვე - გირჩების გამოფენა (ერთი დღე); თემატური შინაარსის მქონე ხუთი გამოფენა, რომელსაც ბაღი ახორციელებს წლის განმავლობაში და რომელიც არის მოძრავი (შესაბამისი გამოფენის დღეები); ,,ბათუმობა“ (წლის კალენდარის მიხედვით).

ახალი რეგულაციების თანახმად, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლებენ ომის მონაწილეები და საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები და სტუდენტები, ასევე 10 წლამდე ბავშვები და იმ ოჯახის წევრები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000. აღნიშნული შეღავათი დაშვებული იქნება სათანადო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.

ბოტანიკური ბაღის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე უფასო დაშვების უფლებით ისარგებლებენ იმ დაწესებულებათა ჯგუფები, რომლებთანაც ბოტანიკურ ბაღს გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი, მეცნიერ-მკვლევარები, სტუდენტ-ლექტორთა ის ჯგუფები, ვინც გადიან საწარმოო პრაქტიკას, ბაღის სხვადასხვა პროექტებში ჩართული მოქალაქეები, საგანმანათლებლო პროგრამების მონაწილეები, ოფიციალური სტუმრები და დელეგაციები.

სააბონენტო ტარიფები:

- ერთთვიანი აბონიმენტის ღირებულება ერთ ადამიანზე 30 (ოცდაათი) ლარი (მფლობელის იდენტიფიცირებით);

- ერთვიანი აბონიმენტის ღირებულება (1+1) 50 (ორმოცდაათი) ლარი (მფლობელის იდენტიფიცირებით);

- ერთთვიანი აბონიმენტის (1+2) ღირებულება 60 (სამოცი) ლარი (მფლობელის იდენტიფიცირებით);